Monday, April 29, 2013


1.პროექტის სახელწოდება: ასე უყვარდათ საქართველოში
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): ეს არის პროექტი ადამიანთა უპირველეს გრძნობაზე, სიყვარულზე, კერძოდ კი ჩვენთვის მეტად საყვარელი შემოქმედი ადამიანების( მწერლებისა და პოეტების) სასიყვარულო ისტორიებზე.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები პოეტებისა და მწერლების ბიოგრაფიების შესწავლისას ცხოველ ინტერესს იჩენენ მათი სასიყვარულო ისტორიების მიმართ, თუ ვინ უყვარდათ, როგორ წარიმართა მათი ცხოვრება,  ზოგ შემთხვევაში რატომ არ შედგა, რატომ არ დაგვირგვინდა მათი ურთიერთობა ქორწინებით.
4. პროექტის მიზნები:   მოსწავლეები თავად ირჩევენ ასეთ შემოქმედებს, აგროვებენ ინფორმაციებს ინტერნეტისა და სხვადასხვა ლიტერატურის მეშვეობით, მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას, სასიყვარულო ობიექტისადმი მიძღვნილ ლექსებს, წერილებს, მოგონებებს, რომელთაც შემდგომ გამოიყენებენ საპრეზენტაციოდ. პროექტის დასასრულს კი თვითონ შექმნიან ლიტერატურულ ესეებსა და ფოტოალბომს.
5. მონაწილეთა ასაკი: VIII-IX კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევის უნარი, გაეცნობიან იმ ეპოქისა და დროის ისტორიას, იმ პროცესებს, რომლის ფონზეც მიმდინარეობდა შერჩეული ადამიანების ცხოვრება, ისწავლიან სხვადასხვა რესურსის გამოყენებას, ფოტოალბომის დამზადებას, ვიდეოფილმის ჩვენებას, ჩამოუყალიბდებათ წერისა და კითხვის უნარი, ისწავლიან პრეზენტაციების მომზადებასა და ჩვენებას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 1) ინტერნეტი 2) სხვადასხვა ლიტერატურა 3) გამოჩენილ ადამიანთა მოგონებები
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
1) მიზნის დასახვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
2) კვლევა-ირჩევენ ამ მხრივ საინტერესო ადამიანს
3) მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით
4)   ლიტერატურული ესეების შესრულება
5) გამოფენისა და პრეზენტაციების მოწყობა, ფოტოალბომის მომზადება
6) მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება
7) ჯგუფებში მუშაობა
10. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ- იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს
რუსული ენა
ისტორია
11. პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა ძინძიბაძე, 181- საჯარო სკოლის მასწავლებელი
12.ხელმძღვანელის ელფოსტა: lianadzindzibadze@gmail.com
13.http://lianadzindzibadze.blogspot.com
ლიანა ძინძიბაძე

No comments:

Post a Comment